არჩვნები 2020
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. ქვეყნის მოსახლეობა მეათე მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 150-დან 120 დეპუტატი პროპორციული წესით, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იქნება არჩეული.

ქვეყნის მასშტაბით 3 657 საარჩევნო უბანი შეიქმნა.

ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 023 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 32 საარჩევნო უბანი გაიხსნა. რეგისტრირებულია 26 725 ამომრჩეველი.

საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიკეტება.

Print