არჩვნები 2020
ბორჯომში პოლიტიკური პარტიების ნაწილი გამარჯვების აღნიშვნისთვის ემზადება
კენჭისყრის პროცესი საარჩევნო უბნებზე დასრულდა. ამჟამად ხმების დათვლა მიმდინარეობს. ბორჯომში პოლიტიკური პარტიების შეფასებით, კენჭისყრის პროცესმა მშვიდ გარემოში, უმნიშვნელო დარღვევების ფონზე ჩაიარა. მმართველი გუნდის და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არჩევნებში საკუთარ გამარჯვებას აანონსებენ და შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ, აღნიშვნისთვის ემზადებიან.
Print