არჩვნები 2020
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 61 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმები გაასაჩივრა
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” მთელი ქვეყნის მასშტაბით 61 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმები გაასაჩივრა. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ავრცელებს.

„ 60 უბანში შემაჯამებელი ოქმების ბათილობა და ხმების ხელახლა დათვლა მოვითხოვეთ, რადგან ოქმებში დარღვეულია ბალანსი საარჩევნო ყუთში მოხვედრილ, გაბათილებულ ბიულეტენებსა და არჩევნებზე მისულ ამომრჩევლებს შორის;
მარნეულის #13.22.65 უბანში კი შედეგის გაბათილება მოვითხოვეთ, რადგან ჩვენი დამკვირვებლის მიერ გადაღებული ვიდეომტკიცებულებით (bit.ly/2TIpW5E) დასტურდება გაყალბების, კერძოდ კი ერთი და იგივე პირის მიერ ხმის არაერთგზის მიცემის ფაქტი - ამ ფაქტთან დაკავშირებით ორგანიზაცია ასევე გეგმავს გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართოს.
ორგანიზაციამ ორი დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით სულ 2 500-მდე უბნის პროპორციული ოქმების შედეგები შეამოწმა, მათ შორისაა თბილისის ყველა და რეგიონების ყოველი მეორე საარჩევნო უბანი.
შესაბამისი საჩივრები 2 ნოემბერს, გასაჩივრების ვადების დაცვით 19-ვე საოლქო კომისიას
ჩაბარდა“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საოლქო საარჩევნო კომისიებმა საჩივრები 2 კალენდარული დღის ვადაში უნდა განიხილონ. მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება სასამართლოში გასაჩივრდეს.

Print