არჩვნები 2020
იმედი მაქვს, რომ გონს მოეგებიან და დაუბრუნდებიან საპარლამენტო ცხოვრებას - გიორგი კახიანი

"ქართული ოცნების" წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი კახიანი, დღეს გამართულ ბრიფინგზე ამბობს, რომ ოპოზიციის დამოკიდებულება არჩევნების მიმართ აბსურდულია. ამასთან, კახიანს იმედი აქვს, რომ ოპონენტები "გონს მოეგებიან".


"სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობამ ლეგიტიმურად სცნო არჩევნების პირველი ტური. ამ ფონზე ოპოზიციის დამოკიდებულება აბსურდული ჩანს. იმედი მაქვს, რომ გონს მოეგებიან და დაუბრუნდებიან საარჩევნო რეჟიმს, შემდგომ კი უკვე საპარლამენტო ცხოვრებაში მიიღებენ მონაწილეობას", - ამბობს კახიანი.
აქვე შეგახსენებთ, პროდასავლური ოპოზიცია უარს ამბობს საპარალამენტო მანდატებზე, მათ შორის, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.
დღეს ამის შესახებ ბრიფინგი გამართა "ევროპულმა საქართველომ" - ისინი უარს ამბობენ მეორე ტურებში მონაწილეობასა და მანდატებზე. ცნობილია ისიც, რომ "ევროპული საქართველოს" გარდა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს არ აღიარებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". უარი თქვა მანდატებზე "ლეიბორისტულმა" პარტიამაც. .

ახალი მოწვევის პარლამენტში სავარუდოდ შესვლას არ აპირებენ: "ლელო საქართველოსთვის", ასევე - ალეკო ელისაშვილის პარტია "მოქალაქეები", "სტრატეგია აღმაშენებელი".
მათ შორის მანდატებზე უარს ამბობს "პატრიოტთა ალიანსიც"


 

Print