არჩვნები 2020
ცესკოს საბოლოო მონაცემებით 30 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება
ცესკოს მიერ დათვლილი ყველა საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 30 მაჟორიტარული ოლქიდან მეორე ტური 16 ოლქში გაიმართება.
16 ოლქიდან მეორე ტური 21 ნოემბერს შედგება თბილისის 8-ვე ოლქში.
დედაქალაქის ოლქებში პირველ-მეორე ადგილზე გასული კანდიდატების მიერ მიღებული მხარდაჭერის პროცენტული მაჩვენებელი ასეთია:
1 მთაწმინდისა და კრწანისის მაჟორიტარული ოლქი:
ბექა ოდიშარია - 44.81%
შალვა შავგულიძე - 29.45%
2 ვაკის მაჟორიტარული ოლქი
ნოდარ ტურძელაძე - 42.24%
ელენე ხოშტარია - 35.55%
3 საბურთალოს რაიონი
დავით სერგეენკო - 43.23%
ალექსანდრე ელისაშვილი - 19.16%
4 ისნის რაიონი
კახა კახიშვილი - 46, 74%
ხატია დეკანოიძე - 27.23%
5 სამგორის რაიონი
სოზარ სუბარი - 45.87%
ლევან ხაბეიშვილი - 39.18%
6 დიდუბისა და ჩუღურეთის მაჟორიტარული ოლქი
გია ვოლსკი - 42.69%
ზურა-გირჩი ჯაფარიძე - 21,09 %
7 ნაძალადევის რაიონი
მიხეილ ყაველაშვილი - 43.76%
შალვა ნათელაშვილი - 25.01%
8 გლდანის რაიონი
ნიკა მელია - 43.88%
ლევან კობიაშვილი - 42.69%
რაც შეეხება რეგიონებს, რეგიონების 22 მაჟორიტარული ოლქიდან მეორე ტური "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილ კანდიდატებს შორის, შემდეგ 8 ოლქში გაიმართება:
#10 თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული ოლქი
ირაკლი ქადაგიშვილი - 47,26%
გიორგი ბოტკოველი - 40.43%
#12 რუსთავის მაჟორიტარული ოლქი
ნინო ლაცაბიძე - 47.37%
დავით კირკიტაძე - 32.6%
#16 ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარული ოლქი
ზაალ დუგლაძე - 49.34%
ნატო ჩხეიძე - 29.62%
#23 ქუთაისის მაჟორიტარული ოლქი
ზაზა ლომინაძე - 42.16%
გრიგოლ ვაშაძე - 34.72%
#28 ბათუმის მაჟორიტარული ოლქი
რესან კონცელიძე - 40.97%
ლევან ვარშალომიძე - 37.3%
#27 ზუგდიდის მაჟორიტარული ოლქი
ირაკლი ჩიქოვანი - 47,91 %
მალხაზ ჯალაღონია - 36,95 %
#21 ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქი
ბეჟან წაქაძე - 49,49 %
კახა გეწაძე - 26,98 %
#30 ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქი
ანზორ ბოლქვაძე - 46,26 %
მიშა ბოლქვაძე - 32,5 %

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების 100% დათვლილია. ქვეყანაში სულ არსებული 3 847 უბნიდან ყველა შედეგი მიიღეს.
ცესკო-ს ინფორმაციით, 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები ასეთია:
"ქართული ოცნება" - 48,15%;
"ნაციონალური მოძრაობა" - 27,14%;
"ევროპული საქართველო" - 3,78%
"ლელო" - 3,15%;
"პატრიოტთა ალიანსი" - 3,14%;
"სტრატეგია აღმაშენებელი" - 3,15%;
"გირჩი" - 2,89%;
"მოქალაქეები" - 1.33%;
"ლეიბორისტები" - 1%.

"სამართლიანი არჩევნების" ხმების პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% აიღო, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 26.4%, "ევროპულმა საქართველომ" კი 3.7%.


Print