არჩვნები 2020
ბორჯომის სპეც. უბნიდან გადასატანი ყუთი იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებთან გავიდა
ჩვეულებრივად, შესაბამისი პროცედურების მიხედვით, დილის 7 საათზე გაიხსნა ბორჯომის №31 სპეციალური საარჩევნო უბანიც. თუმცა, არ მოხდა კომისიის წევრებს შორის ფუნქციების გადანაწილება. კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ეს უბანი განსხვავებულია იმით, რომ ამომრჩეველი ხმის მისაცემად უბანზე არ მივა. იზოლაციაში ან ბინაზე მკურნალობის ქვეშ მყოფი მოქალაქეებისთვის გადასატანი ყუთი ადგილზე მიდის. №31 სპეციალური საარჩევნო უბანზე ასეთი 23 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
Print