არჩვნები 2020
"ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნო კამპანია ბორჯომში მსვლელობით დაასრულა
მმართველმა პარტიამ, წინასაარჩევნო კამპანია ბორჯომში მსველობით დაასრულა. "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა, ახალგაზრდებთან ერთად გზა ჩარხისწყლის დასახლებიდან ქალაქის ცენტრამდე ფეხით გაიარა. ამის შემდეგ, ანტონ ობოლაშვილმა სკვერში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და არჩევნებში მხარდაჭერისკენ მოუწოდა. "ქართულმა ოცნებამ", წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ბორჯომის, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის მოსახლეობასთან 230-მდე შეხვედრა გამართა.
Print