არჩვნები 2020
ბორჯომს და ბაკურიანს ორი სპეციალური საარჩევნო უბანი დაემატა
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 4 დღე რჩება. დღეს, 18:00 საათზე ამოიწურა თვითიზოლაციაში და ბინაზე მკურნალობის ქვეშ მყოფი მოქალაქეების რეგისტრაციის ვადა. ასეთი ამომრჩევლებისთვის ქვეყნის მასშტაბით სპეციალური უბნები შეიქმნა. ბორჯომსა და ბაკურიანში 2 სპეც უბანი იქნება. თუმცა წელს, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, კოვიდინფიცირებული ან ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე ამომრჩევლები ამ სპეც უბნებზე ხმის მისაცემად არ მივლენ. როგორი სპეციფიკით იმუშავებენ სპეციალური საარჩევნო უბნები, ვრცლად სიუჟეტიდან შეიტყობთ.
Print