არჩვნები 2020
ონლაინ სწავლება - სამცხის მაჟორიტარობის სამი კანდიდატის ხედვა განათლებაზე
გლობალურმა პანდემიამ მსოფლიო და მათ შორის საქართველო ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. სხვა სფეროების მსგავსად, კოვიდ-19 შეეხო განათლებასაც. 2019/2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან შეიცვალა სწავლების მეთოდიც და დღის წესრიგიც. საგანმანათლებლო დაწესებულებების უმრავლესობამ სასწავლო პროცესი განაახლა, თუმცა ონლაინ რეჟიმში მეცადინეობა დღემდე აქტუალურია. კორონავირუსის მეორე ტალღის ფონზე, რა წერია პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებში განათლებაზე და რამდენად არის გათვალისწინებული არსებული რეალობა მათ სამომავლო გეგმებსა და ხედვაში. სიუჟეტში წარმოგიდგენთ, სამცხეში წარდგენილი სამი კანდიდატის მოსაზრებას.
Print