არჩვნები 2020
ანტონ ობოლაშვილი - 63%; ვაჟა ჩიტაშვილი - 23% - კომპანია Survation-მა "რუსთავი 2-ის" დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.
ბრიტანულმა კომპანიამ Survation-მა "რუსთავი 2-ის" დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა. ახალციხე-ბორჯომი-ადიგენი-ასპინძის მაჟორიტარული ოლქს, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, შედეგები ასეთია:

ანტონ ობოლაშვილი („ქართული ოცნება“) - 63%; ვაჟა ჩიტაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“) - 23%; ზურაბ ჩილინგარაშვილი („ევროპული საქართველო“) - 11% დავით გოგიჩაიშვილი („პატრიოტთა ალიანსი“) - 3%.

ამავე ოლქში, კვლევის თანახმად, შეკითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება:

„ქართული ოცნება“ - 57%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 19%; „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 8%; „ევროპული საქართველო“ - 6%; „ლეიბორისტული პარტია“ - 3%; „პატრიოტთა ალიანსი”- 3%; „გირჩი“ - 2%; „ერთიანი საქართველო“ - 1%; „ლელო“ - 1%.

შეკითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას მასში,81% -ის განცხადებით, თითქმის დარწმუნებულია, რომ მიიღებს მონაწილეობას, ალბათ მიიღებს მონაწილეობას - 8%; 50-50- 7%; არ მიიღენს მონაწილეობას - 3%; არ ვიცი/ უარი პასუხზე - 1%;

რაც შეეხება ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარული ოლქს, კითხვაზე,
დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, შედეგები ასეთია:

სამველ მანუკიანი („ქართული ოცნება“) - 59%; არსენ კარაპეტიანი („ევროპული საქართველო“) - 19%; ენზელ მკოიანი („დამოუკიდებელი კანდიდატი“) - 14%; მელიქ რაისიანი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) - 5%; არტაშეს აკოფიანი („პატრიოტთა ალიანსი“) - 3%.

ამავე ოლქში, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება:

„ქართული ოცნება“ - 63%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 14%; „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 8%; „ევროპული საქართველო“ - 6%; „პატრიოტთა ალიანსი“ - 6%; „ერთიანი საქართველო“ - 2%; „ლეიბორისტული პარტია“ - 1%.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, საველე სამუშაოები ჩატარებულია 21 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე. გამოკითხულია 1808 რესპონდენტი. კვლევის ცდომილებაა 6%.


Print