არჩვნები 2020
"ევროპული საქართველოს" კანდიდატი სტუმრად "დღის ამბებში"
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 22 დღე რჩება. სამცხის ოლქში, წინასაარჩევნო მარათონში მაჟორიტარობის 14 კანდიდატია ჩართული. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში კანდიდატები მოსახლეობას ხვდებიან და არაერთ დაპირებას გასცემენ დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად.

რას გააკეთებენ ხალხისთვის არჩევის შემთხვევაში და როგორ იმუშავებენ ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანოდან ბორჯომის, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის პრობლემების მოსაგვარებლად.

ამ კუთხით, საინფორმაციო გამოშვებაში ეთერს ვუთმობთ თითოეულ კანდიდატს, პარტიული ნუმერაციის მიხედვით და შესაბამისად, „დღის ამბების“ პირველი სტუმარია, „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი სამცხის ოლქში ზურაბ ჩილინგარაშვილი.

როგორია პარტიის და კანდიდატის ხედვა პრობლემების მოსაგვარებლად, რას გააკეთებდა არჩევის შემთხვევაში და რატომ უნდა დაუჭიროს მხარი ამომრჩეველმა აღნიშნულ კანდიდატს, ნახეთ ვიდეოში.

Print