არჩვნები 2020
მე ვარ სპარტაკი და მე მაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ხალხს მოვუტან თავისუფლებას - გედევან ფოფხაძე
როდესაც ,, ქართულ ოცნებაში" დაიწყო შიდა პარტიული ტერორი განსხვავებულ აზრზე ეს გახდა ჩემი პარტიასთან პოლიტიკური კომუნიკაციის ბოლო წერტილი. ამის შესახებ პარტია "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" აღმასრულებელი მდივანმა, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გედევან ფოფხაძემ რადიო თავისუფლების გადაცემა "დილის საუბრებში" განაცხადა.

,,იყო ერთი ასეთი ადამიანი მსოფლიო ისტორიაში სპარტაკი ერქვა და მან შეცვალა ისტორია მენტალურ დონეზე, მე მაქვს პრეეტენზია, რომ მე ვარ სპარტაკი რა და მე მაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ხალხს მოვუტან თავისუფლებას," - თქვა ფოფხაძემ.

Print