არჩვნები 2020
მსახიობები და მომღერლები პარტიულ სიებში - "ენმ"- ს სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძეა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველი ნომერი მსახიობი და მომღერალი ბუბა კიკაბიძეა. ამის შესახებ განცხადება პარტიის ერთ-ერთმა წევრმა თინა ბოკუჩავამ გააკეთა.
"ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველი 10-ეული ასე გამოიყურება:
1. ბუბა კიკაბიძე
2. გრიგოლ ვაშაძე
3. ნიკა მელია
4. ხატია დეკანოიძე
5. კობა ნაყოფია
6. დევი ჭანკოტაძე
7. ლევან ვარშალომიძე
8. სალომე სამადაშვილი
9. ზაალ უდუმაშვილი
10. ხათუნა სამნიძე
"დღეს დავარეგისტრირეთ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და გაერთიანებული ოპოზიციის სახელით საარჩევნო სია, ეს არის გამარჯვების სია იმიტომ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ამ არჩევნებში იბრძოლებს მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის." - განაცხადა ბოკუჩავამ.

Print