არჩვნები 2020
„თავისუფალმა საქართველომ“ სამცხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გოდერძი კუბლაშვილი წარადგინა
"თავისუფალმა საქართველომ" ახალციხეში ბორჯომის, ადიგენის, ასპინძისა და ახალციხის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გოდერძი კუბლაშვილი წარადგინა. პარტიის ლიდერის, კახა კუკავას განცხადებით, ადგილობრივ მოსახლეობას პარლამენტში გოდერძი კუბლაშვილის სახით, ღირსეული წარმომადგენელი ეყოლება.
"გოდერძი თავისი ქვეყნის დიდი პატრიოტია, ის არის ადამიანი, რომელმაც კარგად იცის თუ რა სჭირდება დღეს ქვეყანას. გარდა ამისა, იგი თავისი საქმის პროფესიონალია, ამიტომ ჩვენმა პარტიამ ახალციხელებს მისი კანდიდატურა წარგიდგინათ, ახლა კი ყველაფერი თქვენს სწორ არჩევანზეა დამოკიდებული", - განაცხადა კახა კუკავამ.
"თავისუფალი საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოდერძი კუბლაშვილის განცხადებით, საქართველო უკეთეს მომავალს იმსახურებს და ეს მომავალი აუცილებლად დადგება.

"ჩვენ ხშირად ვეკითხებით ერთმანეთს, "გვეშველება რამე"? ეს რიტორიკული შეკითხვა, ოცდაათ წელზე მეტია რაც ისმის. მინდა ვთქვა, რომ გამოსავალი, მხოლოდ ჩვენს სწორ არჩევანშია. ყველაზე დიდი ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს! ამიტომ, როდესაც საარჩევნო ურნასთან მივალთ, პატრიოტულ ძალებს უნდა მივცეთ ხმა და არა იმას, ვინ მეტად არის ცნობადი და ვის უფრო მეტი ფული აქვს. ქართველმა ხალხმა კარგად დაინახა, რომ ოლიგარქები საკუთარი ბიზნესინტერესებისა და კიდევ უფრო მეტი გავლენებისთვის იბრძვიან, ხოლო ხალხი - წინასაარჩევნოდ ახსენდებათ", - განაცხადა გოდერძი კუბლაშვილმა.

Print