არჩვნები 2020
ანტონ ობოლაშვილი ბორჯომის სოფლებში საარჩევნო კამპანიას აგრძელებს
,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ანტონ ობოლაშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტში საარჩევნო კამპანიას აგრძელებს.
დღეს იგი დაბის, მზეთამზის, ტიმოთესუბნის და წაღვერის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
სასმელი წყალი ინტერნეტი, მაღალმთიანი დასახლების სტატუსის არქონა და ტურისტული პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების ხელშეწყობა ეს ის საკითხებია რაც ამ სოფლების მოსახლეობას აწუხებს. წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ობოლაშვილი.
ბორჯომის, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანტონ ობოლაშვილი ,,ქართული ოცნებიდან" პარტიამ მიმდინარე წლის 20 ივლისს წარადგინა.
ცნობისთვის, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება, საიდანაც 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება, 120 კი პროპორციული სისტემით
.

Print