არჩვნები 2020
ბორჯომში საარჩევნო პლაკატებისთვის ადგილები განისაზღვრა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განსაზღვრა ადგილები, სადაც 2020 წელს წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ პარტიებს პლაკატების და ბანერების გაკვრა შეეძლებათ.

მესაკუთრის ან მისი მფლობელის ნებართვის შემთხვევაში, ბეჭდვითი სააგიტაციო მასალები შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებზე, სამშენებლო ტერიტორიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებსა და სხვა ობიექტებზე.

ბანერების განთავსება დასაშვებია მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურის ნებართვის შემდეგ, საავტომობილო გზების გასწვრივ მდებარე ღამის განათების ბოძებზე (მიწის ზემოთ არანაკლებ სამი მეტრის სიმაღლეზე).

საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას საარჩევნო პლაკატი შემდეგი ზომებით: სიგრძე არა უმეტეს 60 სმ, სიგანე არაუმეტეს 42 სმ (A2 ფორმატი);

საკრებულოს გადაწყვეტილებით სადაარჩვენო პლაკატების გაკვრა აკრძალულია შემდეგ ადგილებზე;

• საკულტო ნაგებობები;
• კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა–ნაგებობები;
• სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები;
• ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;
• სასამართლო;
• პროკურატურა;
• პოლიციის კუთვნილი შენობები;
• საგზაო ნიშნები;
• ქალაქ ბორჯომში შემოსასვლელთან მდებარე ქვის სტელა;

საარჩევნო სუბიექტები ვალდებულნი არიან არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყონ სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.


Print