არჩვნები 2020
ანტონ ობოლაშვილმა ბორჯომელ ამომრჩეველთან შეხვედრები ახალდაბიდან დაიწყო
ბორჯომის, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ,,ქართული ოცნებიდან", ანტონ ობოლაშვილმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში საარჩევნო კამპანია ახალდაბიდან დაიწყო, ოცნების კანდიდატი ახალდაბის, გრიგალაშვილების უბნის, კორტანეთისა და ზანავის ამომრჩევლებს, მხარის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა წარუდგინა.

შეხვედრებზე იმყოფებოდნენ ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი, ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ არბოლიშვილი, ბორჯომის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე.

ამ სოფლების მთავარი პრობლემა სასმელი წყალი იყო რისი მოგვარებაც დაწყებულია ,, მე, როგორც მათი მაჟორიტარი, მაქსიმალურად შევეცდები ყველა პრობლემა დროულად მოვაგვარო და მოსახლეობასთან კომუნიკაცია არ შევწყვიტო, რათა მათგან მიღებული ინფორმაცია შესაბამის ორგანოებამდე დროულად მივიტანო". წერს ანტონ ობოლაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.


Print