არჩვნები 2020
ბორჯომში „ლელო საქართველოსთვის“ ოფისი გაიხსნა
ბორჯომში პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ბორჯომის რაიონული ორგანიზაცია დაფუძნდა. ოფისი კოსტავას ქ. N2-ში გაიხსნა. რაიონულ ორგანიზაციას ვალერი გრიგალაშვილი ხელმძღვანელობს. მისი თქმით „ლელო საქართველოსთვის“ არის ახალი ძალა, რომელიც აპირებს არა მხოლოდ კონკუირენცია გაუწიოს, არამედ ჩაანაცვლოს ხელისუფლება, რადგან ყველა პოლიტიკური ორგანიზაციის მიზანი ხელისუფლებაში მოსვლაა.

„რამდენიმე დღეში დავამთავრებთ რაიონული ორგანიზაციების რგოლების შექმნას, რის შემდეგაც დასახელდება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სამცხე-ჯავახეთის ორივე მაჟორიტარულ  ოლქში. ამის შემდეგ დავიწყებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს.

რამდენიმე კანდიდატს შორის მიმდინარეობს შერჩევა. სავარაუდოდ რამდენიმე დღეში იქნება გადაწყვეტილი ვინ იქნებიან მაჟორიტარობის კანდიდატები რეგიონში“
-განაცხადა ვალერი გრიგალაშვილმა.



Print