არჩვნები 2020
ახალციხეში „ევროპული საქართველო“ თავმჯდომარის გარეშე დარჩა
ახალციხეში დასრულდა "ევროპული საქართველოს" ადგილობრივი ორგანიზაციისა და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრების შეხვედრა.
"ევროპული საქართველო" დატოვეს იმ წევრებმა, რომლებიც საპარლამეტო არჩევნებში მხარს უჭერენ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, ვაჟა ჩიტაშვილს. მათ შორისაა ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე გელა დემეტრაძე, რომელიც ამბობს, რომ ვაჟა ჩიტაშვილის საარჩევნო შტაბს შეუერთდება. ვინ ჩაანაცვლებს გელა დემეტრაძეს ამ ეტაპზე უცნობია.
ვაჟა ჩიტაშვილმა ,,ევროპული საქართველო" მიმდინარე წლის 3 აგვისტოს დატოვა, 2012–2016 ჩიტაშვილი წლებში ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი იყო საქართველოს პარლამენტში პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან".
ლევან თარხნიშვილის ინფორმაციით, პარტია ახალციხის ორგანიზაციის ახალ თავმჯდომარეს რამდენიმე დღეში დაასახელებს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს კი თვის ბოლოს წარადგენს.


Print