არჩვნები 2020
შავგულიძემ,გოგუაძემ, ქიტიაშვილმა და ბარამიძემ "თავისუფალი დემოკრატები" დატოვეს
შალვა შავგულიძემ, ნინო გოგუაძემ, გიორგი ქიტიაშვილმა და სანდრო ბარამიძემ "თავისუფალი დემოკრატები" დატოვეს. ისინი "ევროპული საქართველოს" საარჩევნო სიაში იქნებიან.
როგორც შალვა შავგულიძემ დღეს განაცხადა, გადაწყვეტილება პარტიის გამგეობაში შექმნილ არაჯანსაღ ვითარებას უკავშირდება.

"პარტიიდან წამოსვლის შემდეგ, ჩვენ, ინდივიდუალურად, პარტიული კუთვნილების გარეშე, გავაგრძელებთ თანამშრომლობას "ევროპულ საქართველოსთან" და არჩევნებში მათთან ერთად მივიღებთ მონაწილეობას, რაზეც მათგან უპირობო შემოთავაზება გვაქვს." ამბობს შავგულიძე.

Print