არჩვნები 2020
მზად ვართ, მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა - არჩილ თალაკვაძე
ჩვენ გვაქვს ახალი გეგმები და პროექტები, რომელიც ბოლომდეა მისაყვანი. გამოცდილი გუნდით და იმ გამოცდილებით, რომელიც ჩვენ ამ წლებში თქვენი მხარდაჭერით დავაგროვეთ, მზად ვართ, მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა და თქვენთან ერთად გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დმანისში განაცხადა, სადაც "ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, წარუდგინა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, არსებობს მყარი, უდავო არგუმენტები, რის გამოც საზოგადოება "ქართულ ოცნებას" ენდობა და მხარს უჭერს.
"ქართულმა ოცნებამ" ყველაზე უკეთ და წარმატებით შეძლო მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება და დაცვა. "ქართულმა ოცნებამ" ყველაზე უკეთ და წარმატებით შეძლო ზრუნვა ადამიანზე, მის ჯანმრთელობაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე. ჩვენ ყველაზე უკეთ შევძელით, დაგვეცვა ბიზნესის თავისუფლება და საკუთრების უფლება რომელიც, ყველას გახსოვთ, რომ წინა წლებში უხეშად იყო დარღვეული. ჩვენმა ხელისუფლებამ თითოეული თქვენგანის მხარდაჭერით, შეძლო ეფექტური, პროგრესული და სახელმწიფოებრივი საგარეო პოლიტიკის გატარება." მიმართა დამსწრეებს არჩილ თალაკვაძემ.


Print