არჩვნები 2020
2020 წელს პოლიტიკურ პარტიებს 7 მილიონ ლარზე მეტი შესწირეს
2020 წელს პოლიტიკურმა პარტიებმა შემოწირულებების სახით 7 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა, ბესიკ ქოჩიაშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის 6 თვის განმავლობაში პოლიტიკურმა პარტიებმა შემოსავლის სახით 12 878 002 ლარი მიიღეს, მათ შორის შემოწირულებებმა 7 004 696 ლარი შეადგინა.
შემოწირულებების გადანაწილება პოლიტიკური პარტიების მიხედვით;

• 67% მიღებული აქვს პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს",

• 21% მიღებული აქვს "ლელო საქართველოსთვის",

• 7% მიღებული აქვს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას",

• 2-2% მიღებული აქვს "ევროპულ საქართველოსა"

• 2-2% მიღებული აქვს "საქართველოს პატრიოტთან ალიანსს".

პოლიტიკური პარტიების ხარჯებმა, მიმდინარე წლის 6 თვეში ხარჯები 12 მილიონ ლარს გადააჭარბა და მათ შორის რეკლამის ხარჯი 1 მილიონ ლარამდეა.
ბესიკ ქოჩიაშვილის განცხადებით, ქვეყანაში სულ 263 პოლიტიკური გაერთიანებაა რეგისტრირებული და მათ შორის აქტიურია 80. 2020 წელს 13 პოლიტიკური გაერთიანება დარეგისტრირდა.



Print