Error
არჩვნები 2020
არსენ კარაპეტიანი - „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ახალქალაქში და ნინოწმინდაში
"ევროპულმა საქართველომ" ახალქალაქში და ნინოწმინდაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არსენ კარაპეტიანი წარადგინა.

"ჩემთვის დიდი პატივია ვიბრძოლო მაჟორიტარობისთვის, ჩემს ულამაზეს მშობლიურ ჯავახეთში. ეს არის განსაკუთრებული არჩვენები, მიზანიც არის ერთი - დავამარცხოთ რუსი ოლიგარქი და დავუბრუნოთ ქვეყანა ხალხს. ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ და უფრო მზად ვართ, რომ გავიმარჯვოთ, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოვაშოროთ მმართველობიდან ოლიგარქი, ქურდები და მაფიოზები. გპირდებით მომავალ ძლიერ საქართველოში ერთ–ერთი უძლიერესი კუთხე იქნება ჩემი ლამაზი ჯავახეთი", - განაცხადა კარაპეტიანმა სიტყვით გამოსვლისას.

არსენ კარაპეტიანი წლების განმავლობაში ძალოვან სტრუქტურაში მუშაობდა. 2012 წლამდე, იყო ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს უფროსი.
იყო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.


Print