არჩვნები 2020
"ჩვენ გვყავს არათანმიმდევრული, უუნარო მთავრობა“ - მამუკა ხაზარაძე
ჩვენ გვყავს უუნარო მთავრობა,- ასე შეაფასა ჟურნალისტებთან"ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო "ფრონტერასთან" კონტრაქტს აგრძელებს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ხელისუფლება ინვესტორებს საქმიანობისთვის არახელსაყრელ გარემოს უქმნის.

"ჩვენ გვყავს არათანმიმდევრული, უუნარო მთავრობა, რომელმაც შექმნა ისეთი პირობა, რომ ინვესტორებს შეუქმნა არახელსაყრელი გარემო ჩვენ ქვეყანაში. ანაკლიის პროექტი ამის ნათელი დადასტურებაა. პირობას გაძლევთ, ოქტომბერში, როგორც კი "ქართულ ოცნებას" გავისტუმრებთ, შევცვლით საინვესტიციო გარემოს ისე სწრაფად რომ ქვეყანაში დაიწყოს ნამდვილი რენესანსი. ჩვენმა გუნდმა იცის როგორ უნდა გამოიყვანოს ქვეყანა ამ ჭაობიდან. როგორც გავხადოთ ლიდერი",-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს "ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან" კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99% "ფრონტერამ" საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.

Print