არჩვნები 2020
,,წარუმატებლობის ფორმულა“ - რომან გოცირიძე ქართული ოცნების მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებზე
"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე გამოეხმაურა. მისი შეფასებით, მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი კანდიდატების შერჩევის მიზეზი არა მათი კომპეტენცია, არამედ ბიძინა ივანიშვილისადმი უსიტყვო მორჩილებაა.

"თუ ვინმეს უნდა, რომ წარმოიდგინოს წარუმატებლობის ფორმულა ადამიანური სახეებით, აი, ეს იყო, რაც ჩვენ ვიხილეთ. ეს წარუმატებელი გუნდი შედგება: ყოფილი ჩინოვნიკ-ბიუროკრატებისგან, რომლებმაც 8 წლის განმავლობაში დააქციეს ქვეყანა; მდუმარე დეპუტატებისგან, რომლებსაც საპარლამენტო მუშაობის პერიოდში ერთხელაც არ ამოუღიათ ხმა; კორუმპირებული თუ სახელმწიფო ტენდერებს დახარბებული ბიზნესმენებისგან, რომელთა ერთადერთი ამოცანა საკუთარი ბიზნესისთვის სასარგებლო პროექტების შოვნაა. ამ გუნდს შეუძლია ამ უმძიმესი კრიზისიდან ქვეყნის ამოყვანა?! ვინმეს სჯერა, რომ მათ აქვთ აზრები, იდეები, ხედვები?! ვინმეს სჯერა, რომ მათ შესწევთ პრობლემების გდაჭრის უნარი?! ეს ხომ ის ხალხია, ვინც 8 წლის განმავლობაში არაფერი გააკეთა. რატომ უნდა ვენდოთ მათ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში რამეს გააკეთებენ?!
აი, ეს არის "ქართული ოცნების" დღევანდელი სახე, რომლის მთავარი მახასიათებელი არის ბატონისადმი უსიტყვო მორჩილება, მორჩილება, მორჩილება! თუ გინდა "ქართული ოცნების" "კარზე" რაიმეს მიაღწიო, უსტყვოდ მორჩილი უნდა იყო." - განაცხადა გოცირიძემ.

დღეს პარტიამ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.



"მადლობა ბატონ ბიძინას, იმ ადამიანს, რომელმაც ეს ყველაფერი შექმნა ჩემსა და ჩვენ ირგვლივ".


საკანონმდებლო ცვლილებები ივანიშვილის დაკვეთით ჩავარდა-ლევან კობერიძე


"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს

Print