არჩვნები 2020
ანტონ ობოლაშვილი - ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კადიდატი ბორჯომში, ახალციხეში ასპინძასა და ადიგენში
ბორჯომის, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობისათვის ,,ქართული ოცნებიდან" ბიზნესმენი ანტონ ობოლაშვილი იბრძოლებს,

ანტონ ობოლაშვილი შპს „გლობალფარმის“ 100%-იანი წილის მფლობელი და გენერალური დირექტორია. კომპანია ფარმაცევტული საქონლით საბითუმო ვაჭრობის სფეროში მოღვაწეობს.
გარდა ამისა, ობოლაშვილი შპს „პარკლაინის“ 60%-იანი წილის; შპს „მესხეთი 2004-ის“ – 100%იანი წილის; „ჯეომედიცინის“ 35%-იანი წილის მფლობელია.

ობოლაშვილი 2019  წელს ადიგენის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს,  "ქართული ოცნება" საარჩევნო კამპანიას დღეიდან იწყებს.
სამცხე-ჯავახეთის 6 მუნიციპალიტეტიდან საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარული წესით ორი დეპუტატი აირჩევა, ერთ მაჟორიტარს ახალქალაქი და ნინოწმინდა, ხოლო ერთ მაჟორიტარს ასპინძა, ახალციხე, ადიგენი და ბორჯომი აირჩევს.

ცნობისთვის, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება, საიდანაც 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება, 120 კი პროპორციული სისტემით.



Print