არჩვნები 2020
„ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დღეს დაასახელებს
"ქართული ოცნება" ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დღეს დაასახელებს. ღონისძიება 11:00 საათზე კოჯორში გაიმართება.

პარტიის ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომაზე პოლიტსაბჭომ საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია დაამტკიცა.

გავრცელებული ინფორმაციით ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სამცხე -ჯავახეთში ენზელ მგკოიანი და ანტონ ობოლაშვილი იქნებიან

2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება, საიდანაც 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება, 120 კი პროპორციული სისტემით.


Print