არჩევნები 2018
წინასწარი შედეგებით ბორჯომში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა
ბორჯომში, 30-ივე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია. წინასწარი მონაცემებით, დამოუკიდებელმა კანდიდატმა- სალომე ზურაბიშვილმა 10 403 ხმა მიიღო, რაც 69,52%-ს შეადგენს.
4560-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი "გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატს - გროგოლ ვაშაძეს, რომელიც ხმების 30,48 %-ია.

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ბორჯომში გამარჯვება პირველ ტურშიც მოიპოვა. სალომე ზურაბიშვილმა პირველ ტურში ბორჯომში 50,22 % დააგროვა, გროგოლ ვაშაძემ კი ხმების 28,03% მიიღო. პირველ ტურში, დამოუკიდებელმა კანდიდატმა ბორჯომის 30 საარჩევნო უბნიდან ერთადერთი უბანი (#6 საარჩევნო უბანი) წააგო. მეორე ტურში კი 30 საარჩევნო უბანში ხმების უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილს ერგო.

ქვეყნის მასშტაბით, 3705 საარჩევნო უბნიდან კი ამ დროისთვის დათვლილია 3660 საარჩევნო უბნის შედეგები. წინასწარ მონაცემებით, საქართველოში სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59, 61% მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ კი 40, 39% დააგროვა.

შეგახსენებთ, ქვეყნის მასშტაბით ამ 2 კანდიდატს შორის ბრძოლა პირველ ტურში განსხვავებული შედეგით დასრულდა. 28 ოქტომბერს, არჩევნების პირველ ტურში, სალომე ზურაბიშვილმა 38, 64 % მიიღო, გრიგოლ ვაშაძეს კი ამომრჩევლების 37, 74%-მა დაუჭირა მხარი. იმის გამო, რომ 50%-იანი ბარიერი პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა გადალახა, სალომე ზურაბიშვილის და გრიგოლ ვაშაძის არჩევა ამომრჩევლებს მეორე ტურში ხელახლა მოუწიათ.

შემაჯამებელი ოქმები საარჩევნო უბნების მიხედვით და მიღებული ხმათა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, ცესკოს ვებ-გვერდზეა განთავსებული.
Print