„იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად,
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში 58 %-ით მმართველი
გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.
ხოლო 42 % გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს
აქვს.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ეგზიტპოლი არჩევნების მეორე ტურში
„გელაპმა“ ჩაატარა. გამოკითხულია 10 204 რესპონდენტი შემთხვევითი
შერჩევის პრინციპით.
ცდომილება 2 %-ია.