არჩევნები 2018
„ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები
კომპანია „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 55%-იანი მხარდაჭერა მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ - 45%.

კომპანიამ კვლევა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩაატარა და წარმოდგენილი მაჩვენებელი პირველად შედეგებს შეადგენს.ეგზიტპოლის ცდომილება 3 %-ია.

მონაცემები 17:00 საათის მაჩვენებელია.
Print