არჩევნები 2018
საარჩევნო უბანზე იძულებით გასაჯაროვებული არჩევანი
ყვიბისში,N20 საარჩევნო უბანზე "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" რაიონულმა კოორდინატორმა განცხადება-საჩივარი დაწერა.საჩივარი კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დარღვევას უკავშირდება.

საკითხთან დაკავშირებით, N20 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან გასაუბრება ვცადეთ,თუმცა მან ინტერვიუზე უარი განაცხადა და მიზეზად მოუცლელობა დაასახელა.

ბორჯომის N36 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ადასტურებს,რომ კენჭისყრის ფარულობის პრინციპის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე განცხადება საჩივარი ოლქში რეგისტრირებულია.ლევან დევიძე აცხადებს,რომ მისი ინფორმაციით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კანონმდებლობით დადგენილი რეაგირება განსაზღვრულ ვადაში მოახდინა.

კენჭისყრის ფარულობის პრინციპის სავარაუდო დარღვევის ფაქტს გამოეხმაურა "გაერთიანებული ოპოზიციაც".დეტალები, ნახეთ სიუჟეტში.


Print