არჩევნები 2018
როგორ მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი N25 საარჩევნო უბანზე
ბორჯომის N25-ე საარჩევნო უბანი დილის 7 საათზე გაიხსნა.კენჭისყრის პროცესი აქ ზუსტად 8-საათზე დაიწყო. 8 საათზე დააფიქსირა საკუთარი ნება პირველმა ამომრჩეველმაც.როგორც საარჩევნო უბნის თავმჯდომარე აცხადებს კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.უბანზე 860 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

შეგახსენებთ,რომ დღეს ქვეყნის მასშტაბით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.პრეზიდენტობისთვის 2 კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე იბრძვიან.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით,30 საარჩევნო უბანზე სულ 26 772 ამომრჩეველია რეგისტრირებული.გადასატანი საარჩევნო ყუთით დღეს ბორჯომში 600-მდე ამომრჩეველი ისარგებლებს.



Print