არჩევნები 2018
ბორჯომის 30-ივე საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო
ბორჯომის 30-ივე საარჩევნო უბანი 07:00 საათზე გაიხსნა , კენჭისყრის შენობებში ხმის მიცემის პროცედურა 08:00 საათიდან დაიწყო. პროცესი ამ დრომდე საარჩევნო კანონმდებლობის სრული დაცვით მიმდინარეობს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ რეგისტრირებულია 26 772 ამომრჩეველი.

შეგახსენებთ,რომ დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.არჩევნებისთვის 3 703 საარჩევნო უბანია შექმნილი.

ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658 - ია.
Print