არჩევნები 2018
სალომე ზურაბიშვილის შვილი გრიგოლ ვაშაძის შვილს დებატებში იწვევს
მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შვილი, თეიმურაზ გორჯესტანი გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის შვილს, ნოდარ ვაშაძეს დებატებში იწვევს. ამის შესახებ თეიმურაზ გორჯესტანმა სალომე ზურაბიშვილის ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

"სად არის ნოდარ ვაშაძე? მოსკოვში? — არ ვიცი, მაგრამ მე შეთავაზება მაქვს. ოჯახი აქ არის და ჩვენ გამოვდივართ, რომ გაგვიცნოთ და იცოდეთ, ვინ არის სალომე ზურაბიშვილის ოჯახი. მე მაინტერესებს ვინ არის გრიგოლ ვაშაძის უფროსი ვაჟი, თუ დათანხმდება, თუ ჩამოვა, თუ იცის ქართული მე მზად ვარ დებატებში გამოვიწვიო", — განაცხადა თეიმურაზ გორჯესტანმა.

სალომე ზურაბიშვილის შვილები, თეიმურაზ და ქეთევან გორჯესტანები სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში 26 ოქტომბერს გამოჩდნენ. მას შემდეგ სალომე ზურაბიშვილი ყველა შეხვედრაზე შვილებთან ერთადაა. თეიმურაზ გორჯესტანი არასაარჩევნო აქტივობებშიც იღებს მონაწილეობას, მათ შორისაა თბილისის გამწავების აქცია. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, თეიმურაზ გორჯესტანის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა უკანონო აგიტაციიაა, ვინაიდან ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა.


Print