არჩევნების შედეგებს ბორჯომში პოლიტიკური პარტიები აფასებენ
20:13 / 29.10.2018
წინასწარი შედეგებით, ბორჯომში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.
30 საარჩევნო უბნის მონაცემებით 50% მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა
კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, 28% კი გაერთიანებული ოპოზიციის
კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო. ხმების რაოდენობის მიხედვით მესამე
ადგილზე გავიდა დავით ბაქრაძე. არსებულ შედეგებს ბორჯომსა და მთელ
ქვეყანაში, პოლიტიკური პარტიები აფასებენ და მეორე ტურში საკუთარი
კანდიდატის გამარჯვებას პროგნოზირებენ.