არჩევნები 2018
50% - ამომრჩეველთა აქტივობა ბორჯომში
ბორჯომის #36 ოლქში ყველა უბანი 20:00 საათზე დაიხურა და ხმის მიცემა შეწყდა. ამ წუთებში უბნებზე ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ რეგისტრირებული 26 703 ამომრჩევლიდან, საკუთარი არჩევანი 13000 მოქალაქემ დააფიქსირა, რაც ამომრჩევლის 50%-ია.

2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე 25 კანდიდატი იყრის კენჭს, მათ შორის 19 პარტიის მიერ, 6 კი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატია.


Print