არჩევნები 2018
ბორჯომში ამომრჩეველმა უბანი პროტესტის ნიშნად დატოვა
კორტანეთში, N21 საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისული მოქალაქე რიგში დგომით დაიღალა, საარჩევნო ბარათი პროტესტის ნიშნად გადახია და კენჭისყრის ოთახში კომისიას მაგიდაზე დაუყარა. განაწყენებულმა ამომრჩეველმა არჩევანის დაფიქსირება გადაიფიქრა. საარჩევნო უბნიდან ის ხმაურით წავიდა. აღნიშნულ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა იყო დილიდან.
Print