არჩევნები 2018
ბორჯომში პირველი საჩივარი დაიწერა
სოფელ კორტანეთში, #21 საარჩევნო უბანზე გრიგოლ ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციის ბორჯომის შტაბის ხელმძღვანელმა ბაკურ გელაშვილმა საჩივარი დაწერა , რომელიც აცხადებს რომ კენჭისყრის ოთახში ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო მაისურით საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი იმყოფებოდა. აღნიშნული პირი ოთარ კიკაძე ადასტურებს რომ აღნიშნული მაისური ეცვა, თუმცა ამბობს, რომ  კენჭისყრის ოთახში არ შესულა და არც აგიტაცია ჩაუტარებია.   უბნის თავმჯდომარემ საჩივარი მიიღო და მას საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს.
Print