არჩევნები 2017
საარჩევნო უბნებზე ხმებს ითვლიან
ბორჯომის 30-ვე სააჩევნო უბანი ზუსტად 8 საათზე დაიხურა და ამ წუთებში უბნებზე ხმების დათვლა მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მასშტაბით 26 524 ამომრჩევლია რეგისტრირებული. 20:00 საათის მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა 14 035-მა ამომრჩეველმა მიიღო.
არჩევნების პირველადი შედეგები უახლოეს საათებში გახდება ცნობილი. მონაცემებს საარჩევნო უბნებიდან ეტაპობრივად შემოგთავაზებთ. თვალი ადევნეთ ტელეკომპანია „ბორჯომის“ ვებ-გვერდს.


Print