ბორჯომში არჩევნებში მონაწილეობა 14 035 ამომრჩეველმა მიიღო
21:21 / 12.11.2017
საარჩევნო უბნებში 20:00 საათზე არსებული მონაცემებით ხმა
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 52,9 %-მა მისცა.
N36 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით საუბნო
საარჩევნო კომისიებმა მთელი დღის განმავლობაში კანონის შესაბამისად
იმუშავეს. უბნებზე არცერთი არსებითი დარღვევა არ დაფიქსირებულა.ამ
დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიაში 10-მდე საჩივარია
რეგისტრირებული,რომელიც სხვადასხვა პროცედურულ საკითხებს ეხება.