"უბანზე დაძაბულობა შემოაქვთ" - წაღვერის საუბნო კომისიის თავმჯდომერე
17:47 / 12.11.2017
დაძაბულობა და ხმაური იყო დღეს ბორჯომის N13 საარჩევნო უბანზე,
რომელიც დაბა წაღვერში მდებარეობს. საუბნო კომისიის თავმჯდომარე
ამბობს, რომ
ადგილი ჰქონდა პროვოკაციის მცდელობას, თუმცა სამართალდამცავების
ჩარევის შედეგად პრობლემა აღმოიფხვრა. უბანზე 2 საჩივარი დაიწერა.