ახალი ამბები
"ვესაუბრებით ამომრჩევლებს" - ცესკომ პროექტის შედეგები ბორჯომში შეაჯამა
"ვესაუბრებით ამომრჩევლებს" ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, პროექტის შედეგები დღეს ბორჯომში შეაჯამა. საარჩევნო ადმინისტრაცია, პროექტის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის საკუთარ საქმიანობაში გათვალისწინებას გეგმავს. დღესვე, ბორჯომში სამართლებრივ საკითხებზე ჩატარდა ტრენინგი საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისთვის. ტრენინგი 4 ეტაპად 7 ჯგუფს, 15-დან 26 ივნისის ჩათვლით უტარდება.
Print