ახალი ამბები
"ვესაუბრებით ამომრჩევლებს" - შემაჯამებელი შეხვედრა ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიაში
„ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ - ამ პროექტის ფარგლებში, საარჩევნო ადმინისტრაციამ შეხვედრების ციკლი შეაჯამა. დასკვნითი საინფორმაციო შეხვედრა ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიაში გაიმართა, სადაც დაინტერესებულმა მოქალაქეებმა მიიღეს ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის, განხორციელებული და მიმდინარე პროექტების, ასევე 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაგეგმილი სიახლეების შესახებ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ამომრჩევლებს საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალებაც მიეცათ.
Print