covid-19
გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 78 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 56 018 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 330 კვლევა ანტიგენის ტესტით და 23 688 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 565 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 285 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 711 105.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 78 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 894 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 565 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 753 შემთხვევა, აჭარა - 151, იმერეთი - 810, ქვემო ქართლი - 330, შიდა ქართლი - 355, გურია - 104, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 413, კახეთი - 318, მცხეთა-მთიანეთი - 146, სამცხე-ჯავახეთი - 138, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 47.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 49 936 ადამიანი.

Print