ეს საინტერესოა
ვენეციის ცნობილი არხები დაშრა
წყალდიდობა ვენეციაში ჩვეულებრივი პრობლემაა, მაგრამ წელს, იტალიის ცნობილ ქალაქში რეკორდულად დაბალი ტალღების გამო, საპირისპირო მოვლენა მოხდა:

ბევრ ვენეციურ არხში წყალი დაშრა, რადგან წყლის დონე 48 სანტიმეტრით დაეცა.
შედეგად, ბევრი გონდოლა, რომელიც ტურისტებს ქალაქში ატარებდა, მშრალ არხში უფუნქციუდ დარჩა. 



ბევრად უფრო გართულდა სიტუაცია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელთათვისაც ნავები და კატარღები გადაადგილების ერთადერთი სატრანსპორტო საშუალებაა.



დიდ არხში - ვენეციის ლაგონის კუნძულებს შორის - ისევ წყალია. მაგრამ მისი დონე საგრძნობლად დაეცა.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ვენეციის ქუჩები თითქმის ცარიელია, თუმცა ქალაქში ტურისტებს მაინც შეხვდებით.



Print