გარემოს დაცვა
გარემოს დაბინძურებისთვის თბილისში დაჯარიმება დაიწყო
დღეიდან, დედაქალაქში გარემოს დაბინძურებისთვის, მოქალაქეებს ,,თბილსერვის ჯგუფის“ ინსპექტორები დააჯარიმებენ. ისინი თბილისის ქუჩებში 3 აპრილიდან გამოჩნდნენ, თუმცა მათ საქმიანობას, ამ დრომდე, გამაფრთხილებელი სახე ჰქონდა.
ინსპექტორები ჯარიმის გამოწერისას ,,ნარჩენების მართვის კოდექსით“ იხელმძღვანელებენ. შეგახსენებთ, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, 2 კილოგრამამდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის მოქალაქე 80 ლარით დაჯარიმდება, იგივე ქმედების შენობა-ნაგებობიდან ჩადენის შემთხვევაში 100 ლარით, ხოლო 2 კილოგრამის ზემოთ ჯარიმის ოდენობა 150 ლარს შეადგენს.

Print