შემთხვევა
ხანძარი ორფოლოს სასროლეთზე
ახალციხეში, ორფოლოს სასროლეთის მინდვრებზე გუშინ ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ხმელ ბალახს მოედო.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ჯგუფი მუშაობდა.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, სამხედრო წვრთნების გამო ხანძარი პერიოდულად ჩნდება. მათივე ინფორმაციით, მიმდებარე სოფლების მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
წყარო: მე-9-ე არხი
Print