ახალი ამბები
ეროვნულმა სატყეო სააგენტომ მედიას საქმიანობის ანგარიში გააცნო
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა მედიის წარმომადგენლებს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში გააცნო. ტყის მოვლა-აღდგენა, უკანონო ტყითსარგებლობისგან ტყის დაცვის ღონისძიებები, ხე-ტყის დამზადება, სოციალური ჭრები, სატყეო-სამეურნეო გზების მოწყობა-რეაბილიტაცია - ეს ის თემებია, რაზეც ჟურნალისტებმა ინფორმაცია მიიღეს. თორნიკე გვაზავამ სააგენტოს სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. უკანონაო ტყითსარგებლობის შემცირება და ჩრდილოვანი ბიზნესის ლეგალიზაცია, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა და ტექნიკური აღჭურვილობა, ხე-ტყის ლეგალური ბაზრის ჩამოყალიბება, ხე-ტყის დამზადებისა და გადამუშავების კონკრეტული გარემოს შექმნა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა - ამ მიმართულებით მუშაობას ეროვნული სატყეო სააგენტო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს. შეხვედრაზე განიხილეს „ტყის კოდექსის“ კანონპროექტის სამუშაო ვერსიაც.

სამინისტრომ ახალი „ტყის კოდექსის“ კანონპროექტის შემუშავება 2014 წელს დაიწყო. საქართველოს ტყეების მართვა ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური პრინციპების გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს. ასევე, დგინდება ტყის ახალი განმარტება და კატეგორიზაციის სრულიად ახლებური წესი. კანონპროექტის ერთ-ერთ მთავარ სიახლეს წარმოადგენს საქართველოში ტყეზე საკუთრების ახალი ფორმების შემოღება.
Print