ახალი ამბები
250 000 დოლარი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის განვითარებისთვის
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გლობალური კონსერვაციის ფონდს (GC) შორის , საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, ფონდი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მხარდასაჭერად 3 წლის განმავლობაში 250 000 დოლარს დახარჯავს. ხელშეკრულება ითვალისწინებს ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას, რაც გულისხმობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის შესაბამისი აღჭურვილობით უზრუნველყოფას, რაც ხელს შეუწყობს პარკის ტერიტორიაზე პატრულირების სისტემის გაუმჯობესებას, ბუნებრივი რესურსების უკეთ დაცვასა და ეფექტურ მართვას.
Print