ახალი ამბები
"ცეცხლის გაჩენის მიზეზი ადამიანური ფაქტორია" - გიორგი მღებრიშვილი
ამ წუთებში სოფელ საკირეში გიორგი მღებრიშვილი იმყოფება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს რომ - " შესაძლოა ხანძრის გაჩენის მიზეზი ადამიანური ფაქტორია, თუმცა ეს დაუდევრობაა თუ მიზანმიმართული ქმედება შესაბამისი სამსახური და გამოძიება დაადგენს.
გუშინ საღამოდან სამუშაოებში 50 მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული, 70 ადამიანს კი თბილისიდან ახლა ველოდებით, ისინი მომდევნო 2 დღის განმავლობაში იმუშავებენ და დააკვირდებიან ტერიტორიას."


მღებრიშვილის ინფორმაციით ამ დროის მონაცემებით ორი ჰექტარი ტყის ფართობია დამწვარი და ათი აქტიური ხანძრის კერა იყო. 


შსს-მ სოფელ საკირეს ტყეში ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება 187–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით ან აფეთქებით გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

შეგახსენებთ, ცეცხლი საკირის ტყეში, გუშინ, 30 აპრილს, 6 საათისთვის გაჩნდა, რის შემდეგაც მოხდა რეგიონის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მობილიზება. მეხანძრეები და მეტყევეები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მორიგეობით მუშაობდნენ.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
Print